Thumbnail

არქივი: ვახტანგ კახიძისა და მერაბ სანოძის ჯაზ-ფოლკ იმპროვიზაცია (1993)

popmusic 1990-იანი წლების ქართული მუსიკის საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ვახტანგ კახიძე (ფორტეპიანო) და მერაბ სანოძე (დოლი) 1993 წელს თბილისის რიტუალების სასახლეში ჯაზ-ფოლკ იმპროვიზაციას ასრულებენ.

ვახტანგ კახიძე და მერაბ სანოძე (1993)

🎹🥁 ვახტანგ კახიძისა (ფორტეპიანო) და მერაბ სანოძის (დოლი) ჯაზ-ფოლკ იმპროვიზაცია. 🎞 გადაღებულია 1993 წელს თბილისის რიტუალების სასახლეში. #არქივი

Posted by popmusic on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2020

ვახტანგ კახიძე ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორია, რომელიც წარმატებით მუშაობს მუსიკის სხვადასხვა ჟანრში. ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ის გახდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მისი ნამუშევრები არაერთ მხატვრულ ფილმსა თუ თეატრალურ წარმოდგენას აფორმებს. ვახტანგ კახიძე ცნობილია ასევე, როგორც ჯაზ-პიანისტი. თავის ჯაზ-ფოლკ ანსამბლში Aries მოღვაწეობასთან ერთად, მას ჟანრის არაერთ გამოჩენილ წარმომადგენელთან ერთად აქვს დაკრული.

მერაბ სანოძე მსმენელმა გერმანიაში მოღვაწე ჯაზ-ფოლკ კოლექტივის, "ადიოს" შემადგენლობაში გაიცნო, რომელშიც ის პერსკუსიონისტის ფუნქციებს ასრულებდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუსიკოსმა საკუთარი ლეიბლი "სანო სტუდია" დააარსა, რომელზეც არაერთი შემსრულებლის ჩანაწერი გამოიცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული