Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა რეი ჩარლზის Georgia on My Mind შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა თვითიზოლაციაში მყოფი მსმენელისთვის, ინსტაგრამის პირდაპირი ჩართვის საშუალებით, მორიგი კონცერტი გამართა. არტისტმა, საკუთარ სიმღერებთან ერთად, სხვადასხვა ჰიტი შეასრულა, მათ შორის რეი ჩარლზის Georgia on My Mind, რობერტა ფლეკის The First Time Ever I Saw Your Face, Joy Division-ის Atmosphere და სხვა.

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის When the Party’s Over შეასრულა

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული