Thumbnail

The National-მა 2013 წელს გერმანიაში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა The National შვიდი წლის წინ, 21 ივნისს გერმანიაში, ფესტივალ Hurricane-ის ფარგლებში გამართული კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ღონისძიებაზე ბენდმა სულ 14 კომპოზიცია შეასრულა.

► ნახეთ: The National-მა საკონცერტო ფილმი High Violet გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ყოველ ორშაბათს სხვადასხვა დროს გამართული კონცერტების ჩანაწერებსა და აქამდე უცნობ ვიდეომასალას გაავრცელებს. 

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული