Thumbnail

ბრაიან მეიმ განმარტა, რატომ იყენებს დაკვრისას მედიატორის ნაცვლად მონეტას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ გამოცემა Premier Guitar-თან ინტერვიუში განმარტა, გიტარაზე დაკვრისას რატომ ანიჭებს უპირატესობას მონეტებს მედიატორების ნაცვლად. 

► ბრაიან მეი: შესაძლოა, კორონავირუსმა მეც მომკლას, ასაკში ვარ

► ნახეთ: ბრაიან მეი ინსტაგრამზე Bohemian Rhapsody-ს გიტარის სოლოს ასწავლის

► ბრაიან მეი კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს

"თავდაპირველად დრეკად მედიატორებს ვიყენებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ის უფრო მოქნილი იქნებოდა და თითების სწრაფი მოძრაობის დროს ხელს არ შემიშლიდა. თუმცა, არ მომეწონა და მონეტის გამოყენება ვცადე. მივხვდი, რომ ის გაცილებით კომფორტული იყო და უკეთესად ვუკრავდი, რადგან მას თითებით ვგრძნობდი. ინსტრუმენტთან უფრო მეტად ვიყავი კონტაქტში. თანაც სიმები ნაკლებად ზიანდება. ათასობით მონეტა მაქვს, ოღონდ დაბალი ნომინალის", - ამბობს მეი.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული