Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ My Everything შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ თვითიზოლაციაში მყოფი თაყვანისმცემლების გასამხნევებლად 2014 წელს გამოშვებულ ალბომში My Everything შესული ამავე სახელწოდების კომპოზიცია შეასრულა. 26 წლის არტისტს ფორტეპიანოზე აკომპანირებას საკუთარი სახლიდან უწევდა პროდიუსერი, ტომი ბრაუნი.

► არიანა გრანდე უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს ფულს ანონიმურად ურიცხავს

► არიანა გრანდეს სახლის ეზოში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიყვარულო წერილი აღმოაჩნდა

► ნახეთ: არიანა გრანდემ ჯიმ ქერისთან ერთად Stick Together იმღერა

"მე და ტომი ვირტუალურ სიყვარულს გიგზავნით. იმედია, ყველა უსაფრთხოდ, ჯანმრთელად ხართ, ჯანსაღი ფსიქიკით და, რამდენადაც შესაძლებელია, კრეატიულობას ინარჩუნებთ“, - წერს მომღერალი.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული