Thumbnail

ნახეთ: პოლიციელი ადამიანებს სახლში დარჩენისკენ გარეპვით მოუწოდებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინტერნეტში დიდი ბრიტანეთის ქალაქ დერბიში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც პოლიციის ოფიცერი, ნორმანტონის გზაზე პატრულირებისას, მოქალაქეებს გარეპვით მოუწოდებს, სახლში დარჩნენ.

► 10 ძველი კომპოზიცია, რომელიც კორონავირუსის გამო ბრიტანეთში პოპულარული გახდა

► კორონავირუსის თემატიკაზე გადაკეთებულმა Bohemian Rhapsody-მ პოპულარობა დაიმსახურა

"Stay at home whenever you can. 
Don’t go out on the streets with your fam. 
Don’t walk around in two or more, 
Or we’ll come knockin’ at your door. 
Only go to the shop for essential things, 
Like milk, fruit and cheese strings".

"დარჩით სახლში, როცა ეს შესაძლებელი იქნება,
არ გახვიდეთ ქუჩაში ოჯახის წევრებთან ერთად,
არ იაროთ ორმა ან მეტმა ადამიანმა,
თუ არადა კარზე მოგიკაკუნებთ.
საყიდლებზე მხოლოდ აუცილებელი პროდუქტებისთვის წადით,
როგორებიცაა რძე, ხილი და ყველის ჩხირები", - რეპავს პოლიციელი. 

როგორც BBC წერს, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ეკიპაჟის ქმედება ოფიციალური განცხადებით წაახალისა:

"სამართალდამცველები ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. ამ შემთხვევაში ეკიპაჟმა საკმაოდ უჩვეულო ხერხს მიმართა, თუმცა, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ახალი გზები მოიძიონ, რათა საზოგადოებას მაქსიმალურად გასაგებად მიაწოდონ ჩვენი გზავნილი".

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში Covid19-ის 51,608 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5,373-ს აღწევს. რეანიმაციაში იმყოფება ვირუსით ინფიცირებული პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული