Thumbnail

ბილი აილიში: ახლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მიდგას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში Telekom Electronic Beats-ის ახალ პოდკასტში საკუთარი სახლიდან ჩაერთო და ცხოვრების მიმართ საკუთარ მიდგომაზე ისაუბრა.

► ნახეთ: ბილი აილიშმა ონლაინ კონცერტზე Everything I Wanted შეასრულა

► ნახეთ: ბილი აილიშმა iHeartRadio-ს ონლაინ კონცერტზე Bad Guy შეასრულა

► ბილი აილიში კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურება

"წლების განმავლობაში გავაცნობიერე, რომ ყველა შემოთავაზებას არ უნდა დათანხმდე, თუნდაც ბევრი ფულის მომტანი იყოს. მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც განვითარებაში დაგეხმარება, რაც გსიამოვნებს და მიგაჩნია, რომ სწორია. მუდამ ვფიქრობ, რა გავლენას მოახდენს ჩემი ესა თუ ის საქციელი სამყაროსა და ადამიანებზე. ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მომავალი არ მადარდებს. ძალიანაც მადარდებს, თუმცა, არ მინდა, რომ სულ ამაზე ვფიქრობდე. უმჯობესია, მომენტით ვისიამოვნოთ. მე ახლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მიდგას და მინდა, რომ თითოეული წამით დავტკბე", - ამბობს ბილი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული