Thumbnail

მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი აუქციონზე 85 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის თვლებით გაწყობილი საფირმო ხელთათმანი ტექსასში გამართულ აუქციონზე 85 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ანონიმურმა მყიდველმა აქსესუართან ერთად მისი ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ნივთი 1998 წელს ორგანიზაცია UNICEF-ს გადაეცა.

 ზოოპარკის თანამშრომელი: მაიკლ ჯექსონს 7 ალიგატორი ჰყავდა, რომლებიც შევიფარეთ

► მაკოლეი კალკინმა განმარტა, რა ურთიერთობა ჰქონდა მაიკლ ჯექსონთან

 

აღსანიშნავია, რომ მბრწყინავი თეთრი ხელთათმანი ჯექსონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი 1980-იან წლებში გახდა.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული