Thumbnail

ბრიუს სპრინგსტინი სიმღერის Where The Bands Are ლაივჩანაწერს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბრიუს სპრინგსტინმა, კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფი მსმენელებისთვის, 2012 წელს შვედეთის ქალაქ გეტებორგში გამართულ კონცერტზე შესრულებული კომპოზიციის Where The Bands Are აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

► ბრიუს სპრინგტინი 2009 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს

ბრიუს სპრინგსტინმა შემოქმედებითი კარიერა 1964 წელს დაიწყო. 1973 წელს როკ მუსიკოსმა სადებიუტო ნამუშევარი Greetings from Asbury Park, N.J. გაავრცელა. ამის შემდეგ მან 19 სტუდიური და 6 ლაივ ალბომი გამოსცა. 20 გრემის, 2 ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 135 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. თავისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი Western Stars მუსიკოსმა მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული