Thumbnail

მოუსმინეთ: კორონავირუსის სტრუქტურის მიხედვით მუსიკა შექმნეს

აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცილებისგან, რომლებიც კორონავირუსის ზედაპირზეა განლაგებული და ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებთან მის ბმას უზრუნველყოფს, აუდიოჩანაწერი მიიღეს.

წვეტიანი ცილები, რომლებიც ვირუსს გვირგვინისებრ ფორმას აძლევს, ამინომჟავების კომბინაციისგან შედგება. სონიფიკაციის სახელით ცნობილი მეთოდით, მეცნიერებმა თითოეულ ამინომჟავას უნიკალური ნოტი შეუსაბამეს. ზარების, სიმებიანი საკრავებისა და ფლეიტის ხმებით აწყობილი მრავალშრიანი ალგორითმული მელოდია სწორედ კორონავირუსის სტრუქტურის მუსიკალურ პარტიტურად გადაწყობის შედეგია. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის სტრუქტურის მუსიკად გარდაქმნა შესაძლოა, მათ COVID-19-ის უკეთ შესწავლაში დაეხმაროს. პროექტის ავტორის, პროფესორი მარკუს ბიულერის აზრით, ეს ცილაზე იმ ადგილების მოძიებას შეუწყობს ხელს, რომელთა საშუალებითაც ანტისხეულები ან სამკურნალო პრეპარატები ვირუსთან ბმას შეძლებენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული