Thumbnail

Bhad Bhabie კანის გამუქების გამო გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი, ბედ ბეიბი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოების გამო გააკრიტიკეს, რომლებშიც სახე კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით რამდენიმე ტონით აქვს გამუქებული.

► Bhad Bhabie: ბილი აილიში რაც პოპულარული გახდა, აღარ მემეგობრება

 "ეს რა ჯანდაბაა?".

"ეჭვგარეშეა, ცდილობ, იმ რასის წარმომადგენელს დაემსგავსო, რომელსაც არ მიეკუთვნები".

"ის ვერასდროს გახდება ჩვენიანი, რასაც არ უნდა ეცადოს".

"არ მჯერა, რომ პოპულარული გაგხადეთ".

"ეს როდის გახდა სხვა რასის წარმომადგენელი?" - წერენ პოსტის კომენტარებში.

მუსიკოსმა კრიტიკის პასუხად ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მისი მაკიაჟისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება უადგილოა.

"მილიონი ადამიანია ავად, ათასობით მათგანი კვდება ყოველდღიურად და ამ დროს ჩემს მაკიაჟზე ნერვიულობთ, რომელიც გადაღებისთვის გავიკეთე. ვიცი, რომ ჩვეულებრივ ველური ვარ, მაგრამ დაწყნარდით და იმაზე ფოკუსირდით, რაც ახლა მართლა მნიშვნელოვანია".

დანიელა ბრეგოლიმ, ფსევდონიმით Bhad Bhabie, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს მან პირველი სინგლი These Heaux გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ასეულში მოხვდა. ამ შედეგით დანიელა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი რეპერი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი "15" გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული