Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Blossoms ფრენკ ოუშენის კომპოზიცია Lost შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Blossoms ალტერნატიული არენბი შემსრულებელის, ფრენკ ოუშენის კომპოზიციის Lost ქავერ ვერსია შეასრულა. კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა ბენდის წევრებმა ტრეკზე საკუთარ სახლებში იმუშავეს.

► ნახეთ: Blossoms - If You Think This Is Real Life

Lost (Frank Ocean Cover) - Blossoms in Isolation! Enjoy Xxx

Posted by Blossoms on ორშაბათი, 06 აპრილი, 2020

Lost ფრენკ ოუშენის სადებიუტო ალბომის Channel Orange სინგლია, რომელიც 2012 წელს გავრცელდა.

Blossoms ინგლისში 2013 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წელს ტელეკომპანია BBC-მ ჯგუფი საუკეთესო ახალბედა არტისტებს შორის დაასახელა. 2017-ში კი ბენდის სადებიუტო ალბომი Blossoms მერკურის პრიზის ნომინაციაზე წარადგინეს. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ინდი პოპსა და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული