Thumbnail

მოუსმინეთ: Steve Aoki-მ ახალი, ორმაგი ალბომი Neon Future IV გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, Steve Aoki-მ ახალი, ორმაგი ალბომი Neon Future IV გაავრცელა. ჩანაწერში სულ 27 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Backstreet Boys, Tory Lanez, Will.i.am, Sting, ტრევის ბარკერი და სხვები.

სტივ აოკიმ შემოქმედებითი კარიერა 1996 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ელექტრონულ მუსიკოსად დასახელდა. 2013 წელს მისი ნამუშევარი Wonderland გრემიზე, საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში იყო წარდგენილი. მუსიკოსმა სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Will.i.am, Afrojack, LMFAO, Linkin Park, Fall Out Boy, BTS და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული