Thumbnail

Cardi B-ს გრემის მფლობელ სადებიუტო ალბომს ორი წელი შეუსრულდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2020 წლის 6 აპრილს პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ბელქალის ალმანზარის, იგივე Cardi B-ს სადებიუტო ალბომის Invasion Of Privacy გამოქვეყნებიდან 2 წელი გავიდა. გრემის მფლობელი სტუდიური ჩანაწერის საიუბილეო თარიღს მუსიკოსი ინსტაგრამზე გამოეხმაურა. რეპერმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ნამუშევრის კომერციულ წარმატებას გაუსვა ხაზი.

► Cardi B საავადმყოფოში მოხვდა 

► ნახეთ: ინსტაგრამზე მარტის ტოპ 10 ვიდეოდან ხუთი Cardi B-ს მიმართვაა 

"დაბადების დღეს გილოცავ. Invasion Of Privacy ჩემი პირველი შვილია. ახლა მის დაზე ვმუშაობ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ის დღემდე ბილბორდის საუკეთესო ალბომების მუსიკალურ ჩარტშია", - წერს ქარდი.

სურათიდან ირკვევა, რომ ტრეკების Bickenhead და Money Bag გარდა, ალბომის ყველა სხვა კომპოზიციამ პლატინი სტატუსი დაიმსახურა. განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებს Bodak Yellow, I Like It და Bartier Cardi ხვდა წილად. თავად Invasion Of Privacy კი სამმაგი პლატინის მფლობელი გახდა.

► Cardi B-ს სადებიუტო ალბომმა Invasion of Privacy რეკორდი დაამყარა 

კომერციული წარმატების პარალელურად, ალბომმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ის არაერთ პრესტიჟულ ჯილდოსაც დაეუფლა. არტისტის სადებიუტო სტუდიურმა ჩანაწერმა გრემის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ მიღწევით კი ქარდი პირველი ქალი რეპერი გახდა, რომლის სოლო ნამუშევარმაც მსგავსი აღიარება მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული