Thumbnail

მიჩიგანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონ ფრიმენი, ფსევდონიმით Jon Connor, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ანდერგრაუნდ რეპერმა ახალი კომპოზიცია The Pain გამოაქვეყნა, რომელიც მისი ლეგენდარული კოლეგის, მეთოდ მენის კლასიკად აღიარებული ჩანაწერის Bring The Pain გავლენითაა შექმნილი.

ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. კარიერის საწყის პერიოდში რეპერმა მსმენელს რამდენიმე მიქსტეიპი შესთავაზა. ის ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გავრცელებული ალბომით Unconscious State გაიცნო, რომელშიც მისი ისეთი გავლენიანი კოლეგები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Talib Kweli, Freddie Gibbs, Danny Brown, Royce Da 5'9" და სხვა. ამავე წელს ფრიმენი ლეგენდარულმა დოქტორ დრემ საკუთარ ლეიბლზე აიყვანა, რომელშიც მიჩიგანელი რეპერი 2016 წლის ჩათვლით ირიცხებოდა. მათი თანამშრომლობა გაურკვეველი მიზეზების გამო შეწყდა.

ანდერგრაუნდ ემსის დისკოგრაფიიდან მსმენელის ყურადღებას მისი მიქსტეიპების სერია Best In The World იმსახურებს, რომლის ფარგლებშიც შემსრულებელი რეჩიტატივს სხვადასხვა ცნობილი რეპერის, მათ შორის ნოტორიოს ბიაიჯის, ქანიეს ვესთის, ემინემისა და ჯეი ზის კომპოზიციების ინსტრუმენტალებზე კითხულობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული