Thumbnail

Chris Brown და Young Thug ერთობლივ მიქსტეიპზე მუშაობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული მუსიკოსები, არენბი შემსრულებელი, კრის ბრაუნი და ატლანტელი რეპერი Young Thug ერთობლივ მიქსტეიპზე მუშაობენ. ბრაუნის განცხადებით, კოლაბორაციული ნამუშევარი ახლო მომავალში გამოქვეყნდება. 

► ემინემი: რა თქმა უნდა, კრის ბრაუნის მხარეს ვარ, რიანას მეც ვცემდი 

► Young Thug: კორონავირუსის გამო მილიონებს ვკარგავ 

"მე და თაგა მალე მიქსტეიპს გავავრცელებთ", - წერს ბრაუნი ინსტაგრამის სთორიში.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა დღემდე კომპოზიციაზე High End ითანამშრომლეს. 

კრის ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Turn Up the Music, With You და Loyal მოუტანა.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული