Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, კევინ გეითსი მსმენელს ახალ კომპოზიციას Wetty და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი ლონდონელი AXL Beats გახლავთ, რომელიც ძირითადად ჟანრის ქვემიმდინარეობაზე, დრილ მუსიკაზე მუშაობს.

► ნახეთ: Kevin Gates - Dreka 

► ნახეთ: Kevin Gates ვიდეორგოლს Bags ავრცელებს 

► ნახეთ: Kevin Gates ტრეკს RBS Intro პიანინოს თანხლებით ასრულებს 

კევინმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო, თუმცა, ერთი წლის შემდეგ რეპერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც 31-თვიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწია. გეითსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა, რომელმაც ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. არტისტის დისკოგრაფია ორ ალბომს, თხუთმეტ ოფიციალურ მიქსტეიპსა და კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული