Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგამ მომავალი ალბომის Chromatica გარეკანი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ თავისი მომავალი ალბომის Chromatica გარეკანი გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 10 აპრილს უნდა ჩაშვებულიყო, თუმცა, მისი გამოცემა მუსიკოსმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო. ჯერჯერობით უცნობია ნამუშევრის გამოშვების ზუსტი თარიღი.

► კორონავირუსის გამო ლედი გაგამ ახალი ალბომის გამოშვება გადადო

► ნახეთ: მწერს სახელი Lady Gaga-ს პატივსაცემად დაარქვეს

►  მოუსმინეთ: Lady Gaga-მ ფლეილისტი Women of Choice შეადგინა

ალბომის გარეკანი ასე გამოიყურება:

#Chromatica ⚔️💓 2020

Posted by Lady Gaga on Sunday, April 5, 2020

აღსანიშნავია, რომ გაგამ სტუდიური ნამუშევრის ერთ-ერთი სინგლი Stupid Love უკვე გამოსცა.

გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული