Thumbnail

ბრაიან მეი: შესაძლოა, კორონავირუსმა მეც მომკლას, ასაკში ვარ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ სატელევიზიო გადაცემა ITV News-ში კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა. მუსიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ, რთული პერიოდის მიუხედავად, ადამიანები ბევრ რამეს ისწავლიან და მომავალში განსხვავებულად იცხოვრებენ.

► ნახეთ: ბრაიან მეი ინსტაგრამზე Bohemian Rhapsody-ს გიტარის სოლოს ასწავლის

► ბრაიან მეი კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს

► ბრაიან მეი: მივესალმებით ახალგაზრდებზე კეიპოპის გავლენას

"ყველასთვის მძიმე პერიოდი დგას. ეს ტრაგედიაა. თუმცა, არის რაღაცები, რისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ. ბევრი ადამიანი იღუპება. მათ შორის შესაძლოა, მეც ვიყო, რადგან ასაკში ვარ და რისკ ჯგუფს მივეკუთვნები... მაგრამ კარგი რაღაცებიც უნდა დავინახოთ. მეც დეპრესიული ვარ და თავიდან ძალიან გამიჭირდა თვითიზოლაცია. განსაკუთრებით კი თავისუფლების დაკარგვა. თუმცა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არის ამაში დადებითიც. მაგალითად, ის, რომ ხალხი უფრო კრეატიული გახდა. როდესაც ამ ყველაფერს დავამარცხებთ, ვფიქრობ, ბევრი რამ გვექნება ნასწავლი. გვემახსოვრება, რომ შეგვიძლია სახლებიდან მუშაობა, მანქანებისა და თვითმფრინავების ნაკლებად გამოყენება, ჰაერიც გაიწმინდება. შეგვეძლება, ვისუნთქოთ. ცხოველებსაც ნაკლებად მოკლავენ გზებზე. ჩვენ შეგვიძლია, რომ შევიცვალოთ" , - ამბობს ბრაიან მეი.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული