Thumbnail

ნახეთ: Sauce Walka კლიპს Sauce Creed ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ალბერტ მონდეინი, ფსევდონიმით Sauce Walka, მსმენელს კომპოზიციაზე Sauce Creed გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკი სამხრეთელი მუსიკოსის 2019 წლის მიქსტეიპში Sauce Ghetto Gospel 2 არის წარმოდგენილი.

► ნახეთ: Sauce Walka კლიპს Where Was You At აქვეყნებს 

► ნახეთ: Sauce Walka - New Sauce City 

ალბერტმა მუსიკალური მოღვაწეობა ჰიპ ჰოპ დუეტში Sauce Twinz დაიწყო. 2015 წელს რეპერმა პირველი სოლო ტრეკი A Bag გაავრცელა. მას დღემდე 4 მიქსტეიპი აქვს გამოშვებული. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება 2017 წელს დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომპოზიცია Ghetto Gospel, რომელიც თანამედროვე გეტოების საუნდტრეკად იქცა, სხვადასხვა გამოცემამ წლის საუკეთესო რეპ ნამუშევრებს შორის დაასახელა. სოუს ვოქა ხმის სახასიათო ტემბრით გამოირჩევა. მისი ცნობილი კომპოზიციებია: Ghetto Gospel, Sauce Overload, We Did It, Sauce Baby, Big Amount, Mask On და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული