Thumbnail

ნახეთ: ალიშა ქისმა კომპოზიცია My House კორონავირუსს მიუძღვნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი არენბი შემსრულებელი, ალიშა ქისი სტივენ კოლბერის ღამის შოუში ონლაინ ჩაერთო. 39 წლის არტისტმა სახლიდან ამერიკელი რეპერის, Flo Rida-ს კომპოზიციის My House საკუთარი ვერსია შეასრულა, რომლის ტექსტიც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში ყოფნისას დაწერა.

► ალიშა ქისი: 19 წლის ასაკში ფოტოგრაფის მანიპულაციის მსხვერპლი გავხდი

► ნახეთ: ალიშა ქისმა ბეთჰოვენის "მთვარის სონატა" შეასრულა

"I was Grammy hostin', now I’m home schoolin. You can’t come to my house', Suddenly two’s a crowd".

"გრემის ცერემონია მიმყავდა, ახლა კი კერძო მასწავლებლად ვიქეცი. არ შეგიძლია, მესტუმრო, რადგან ორი ადამიანის შეკრება უკვე თავშეყრად ითვლება", - მღერის მუსიკოსი.

ალიშა ქისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული