Thumbnail

Tekashi 6ix9ine ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ინსტაგრამზე დაბრუნდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Tekashi 6ix9ine, რომელიც ციხეში კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების მიზეზით შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, ინსტაგრამზე დაბრუნდა. ის ლოს ანჯელესის მერის, ერიკ გარსეტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ეს უკანასკნელი ჯილდოს აწესებდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დაარღვევისთვის ორგანიზაციებს დაასმენდნენ. 

► Tekashi 6ix9ine ციხიდან გაათავისუფლეს

"ლოს ანჯელესის მერი ჯილდოს აწესებს თქვენთვის, თუ იმ ბიზნეს ორგანიზაციებს ამხელთ, რომლებიც კარანტინის რეჟიმს არღვევენ და თანამშრომლებს მუშაობას ოფისებში აიძულებენ", - წერია გავრცელებულ პოსტში.

"მოვდივარ დასახმარებლად", - დააკომენტარა ტეკაშიმ.

აღსანიშნავია, რომ ტეკაში სიქსნაინს მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა. გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, მას არაერთი ცნობილი ადამიანი სწორედ "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. სასამართლომ რეპერს საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ, ტეკაშის 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული