Thumbnail

მოუსმინეთ: My Chemical Romance-ის ფრონტმენმა ოთხი ახალი კომპოზიცია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის My Chemical Romance ფრონტმენმა, ჯერარდ უეიმ ოთხი ახალი კომპოზიცია: Phoning It In, Crate Amp, Success! და Welcome to the Hotel გაავრცელა.

► ნახეთ: My Chemical Romance-მა 7-წლიანი პაუზის შემდეგ კონცერტი გამართა

ჯერარდ უეიმ My Chemical Romance ნიუ ჯერსიში 2001 წელს შექმნა. მომდევნო წელს არტისტმა ჯგუფთან ერთად პირველი ალბომი I Brought You My Bullets, You Brought Me Your Love გაავრცელა. 2013 წელს, 4 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, კოლექტივი დაიშალა. ერთ წელიწადში კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Hesitant Alien გამოუშვა. 2019 წლის 31 ოქტომბერს ჯერარდ უეიმ ბენდის სხვა წევრებთან ერთად My Chemical Romance აღადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული