Thumbnail

P!nk და მისი 3 წლის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი P!nk და მისი 3 წლის შვილი, ჯეიმსონი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. მათ Covid19 ორი კვირის წინ დაუდგინდათ, რამდენიმე დღის წინ კი ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა. ამის შესახებ მომღერალმა ტვიტერზე დაწერა.

► P!nk ავსტრალიელი მეხანძრეების დასახმარებლად $500,000 გადარიცხავს

"ორი კვირის წინ მე და ჩემს 3 წლის შვილს, ჯეიმსონს კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდა. საბედნიეროდ, ჩემს ექიმს ჰქონდა წვდომა ტესტებზე და Covid-19 დამიდგინა. ჩემი ოჯახის წევრები უკვე მერიდებოდნენ და ასეც მოიქცნენ დიაგნოზის გაგების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ტესტი ისევ ჩაგვიტარდა და პასუხი უარყოფითი იყო. ხელისუფლების წარმოუდგენელი მარცხია, რომ ყველას არ უკეთდება ანალიზი. ეს ვირუსი ძალიან სერიოზული საფრთხეა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ის ყველას ერთნაირად ემართება, მდიდარსა თუ ღარიბს, ახალგაზრდასა თუ მოხუცს, ჯანმრთელსა თუ ავადმყოფს. ტესტები უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ოჯახები და მეგობრები. მხარდაჭერას ვუცხადებ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და $500 000-ს ვურიცხავ ფილადელფიაში მდებარე Temple University Hospital-ს, სადაც დედაჩემი 18 წლის განმავლობაში მუშაობდა. აგრეთვე, დამატებით $500 000-ს ვგზავნი Covid-19-ის ფონდში. დიდი მადლობა ყველას, ვინც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, თქვენ გმირები ხართ. მომდევნო ორი კვირა უმძიმესი იქნება. გთხოვთ, დარჩეთ სახლში", - წერს ფინქი სოციალურ ქსელში.

Two weeks ago my three-year old son, Jameson, and I are were showing symptoms of COVID-19. Fortunately, our primary care...

Posted by P!nk on Saturday, April 4, 2020

 

P!nk-მა, გივე ალიშა მორმა, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. 90 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელს პოპულარობა სიმღერებმა Family Portrait, Stupid Girls და Just Like A Pill მოუტანა. მუსიკოსმა კარიერის განმავლობაში სამი გრემი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული