Thumbnail

ნიუ იორკულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ The LOX ახალი კომპოზიცია Loyalty And Love გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერები Smiley’s People და Jimmy Dukes არიან. ტრეკი ტრიოს მომავალი ალბომის პირველი სინგლია.

ჯგუფი, რომლის წევრებიც ვეტერანი ნიუ იორკელი რეპერები Styles P, Jadakiss და Sheek Louch არიან, 1994 წელს ჩამოყალიბდა. მათი სადებიუტო ალბომი Money, Power & Respect, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია, 1998 წელს ლეგენდარულ ლეიბლზე Bad Boy Records გამოიცა. ორი წლის შემდეგ გაერთიანება ცნობილი რეპერის DMX კოლექტივს Ruff Ryders Entertainment შეუერთდა და კომერციულად კიდევ ერთი წარმატებული სტუდიური ნამუშევარი We Are The Streets გაავრცელა. 2016 წელს გაყიდვაში ელოუექსის ბოლო ჩანაწერი Filthy America... It's Beautiful ჩაეშვა.

სამი ალბომის გარდა, ვეტერანი რეპერების ჯგუფის დისკოგრაფია ორ EP-ს, ერთ კომპილაციურ ჩანაწერსა და ამდენივე მიქსტეიპს ითვლის. ამასთან, ტრიოს წევრებმა მონაწილეობა ზემოხსენებული "რაფ რაიდერსის" კომპილაციურ ნამუშევრებშიც მიიღეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული