Thumbnail

სელენა გომესი: ბიპოლარული აშლილობა აღმომაჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, სელენა გომესმა გაამხილა, რომ ექიმებმა ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს. ამასთან დაკავშირებით მან პოპვარსკვლავ მაილი საირუსის მიერ, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, დაწყებულ ონლაინ თოქ შოუში Bright Minded ისაუბრა. 27 წლის არტისტის თქმით, მას შემდეგ, რაც დიაგნოზი გაიგო, დამშვიდდა და აღარ ეშინია. 

► ნახეთ: სელენა გომესმა ტანსაცმლის კოლექცია Dance Again გამოუშვა

► ნახეთ: სელენა გომესი კომპოზიციის Rare აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

► მოუსმინეთ: სელენა გომესის სიმღერა Feel Me, რომელიც ჯასტინ ბიბერს მიუძღვნა

"ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქიატრიულ დაწესებულებას, McClean Hospital-ს მივმართე. მრავალწლიანი სირთულეების შემდეგ, გავაანალიზე, რომ ბიპოლარული აშლილობა მჭირდა. ამ მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ნამდვილად მეხმარება. ვიცი, რა მჭირს და აღარ მეშინია. პატარაობაში ჭექა-ქუხილის მეშინოდა. დედამ ელჭექის შესახებ წიგნი მიყიდა და მითხრა, რომ, რაც მეტი ცოდნა მექნებოდა, ნაკლებად შემეშინდებოდა. მართალი აღმოჩნდა. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი საზოგადოებაში ჯერაც არ არის მიღებული, ყველას უნდა, მაგარ ტიპად გამოჩნდეს", - ამბობს მუსიკოსი.

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული