Thumbnail

ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა ონლაინ კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიკა კოჩაროვმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სახლიდან ონლაინ კონცერტი გამართა. 55 წუთის განმავლობაში არტისტმა საკუთარ სიმღერებთან ერთად ისეთი კომპოზიციების ქავერ ვერსიები შეასრულა, როგორებიცაა: ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Smiths-ის Last Night I Dreamt That Somebody Loved Me და ამერიკული როკ ბენდის, Queens of the Stone Age-ის Millionaire.

► ნიკა კოჩაროვმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

კონცერტი Velvet Session-ის ორგანიზებით გაიმართა. ამ პროექტის ფარგლებში აპრილის ბოლომდე ქართველი არტისტები ონლაინ პერფორმანსებს შემოგვთავაზებენ.

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული