Thumbnail

ნორვეგიული ჯგუფი Ulver ახალ კომპოზიციას Little Boy აქვეყნებს. მუსიკოსებმა თვითიზოლაციაში მყოფი მსმენელებისთვის ტრეკი უფასოდ გაავრცელეს.

Ulver ნორვეგიელმა მუსიკოსმა, კრისტოფერ რიუგმა 1993 წელს ჩამოაყალიბა. 1995 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Bergtatt – Et eeventyr i 5 capitler გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდის შემოქმედება წლების განმავლობაში ბლექ მეტალსა და ფოლკ მეტალს მოიცავდა. ბოლო რამდენიმე წელია, არტისტები ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკასა და ემბიენთს ქმნიან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული