Thumbnail

მოუსმინეთ: Thundercat ახალ ალბომს It Is What It Is ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელმა მულტიინსტრუმენტალისტმა და მომღერალმა, სტივენ ბრანერმა, სასცენო სახელით Thundercat, გაყიდვაში ახალი ალბომი It Is What It Is ჩაუშვა, რომელიც 15 კომპოზიციას, მათ შორის სინგლს Dragonball Durag აერთიანებს. სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში სტივენმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Steve Lacy, Steve Arrington, Ty Dolla Sign, Lil B, Childish Gambino, Kamasi Washington, BADBADNOTGOOD, Louis Cole, Flying Lotus და სხვა.

► ნახეთ: Thundercat-მა კომპოზიციაზე Dragonball Durag კლიპი გადაიღო 

► ნახეთ: Thundercat კომპოზიციას Black Qualls ასრულებს 

► ნახეთ: Kenny Beats & Thundercat - The Cave

სტივენ ბრანერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 4 ალბომს აერთიანებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მოწონება 2017 წლის ნამუშევარმა Drunk დაიმსახურა. თანდერქეთი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს, ქენდრიქ ლამართან თანამშრომლობის შემდეგ გაიცნო. ერთობლივმა კომპოზიციამ These Walls გრემის ჯილდო მოიპოვა. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის, მომღერლისა და პროდიუსერის შემოქმედება ფანკის, არენბის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული