Thumbnail

Young Thug: კორონავირუსის გამო მილიონებს ვკარგავ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, რადიოწამყვან Big Boy-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მილიონობით დოლარს კარგავს. 

► Young Thug: Super Bowl-ზე $620,000 მოვიგე

"შექმნილი ვითარება ძალიან მაზარალებს, რადგან კონცერტების გამართვასაც ვეღარ ვახერხებ. თანხა, რომელსაც ერთ შოუში მიხდიან, ვთქვათ 500 000, ათი ივენთის შემთხვევაში გახდებოდა 5 მილიონი, ახლა კი მე ივნისის ბოლომდე ვკარგავ ამ ფულს. კარანტინში ყოფნისას აქეთ შეიძლება, დავხარჯო 2 მილიონი, რადგან მშობლებიც მყავს. ისინი დაიღალნენ სახლში ყოფნით და დიდი აპარტამენტი სურთ, რასაც ბევრი ფული სჭირდება. რა თანხაც კონცერტებიდან უნდა გამომემუშავებინა, დაახლოებით იმდენივეს აქეთ ვხარჯავ", - ჩივის მუსიკოსი.

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული