Thumbnail

Cardi B საავადმყოფოში მოხვდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თვითიზოლაციაში მყოფი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, Cardi B მოულოდნელად საავადმყოფოში აღმოჩნდა. არტისტმა პალატაში გადაღებული ფოტო ტვიტერზე გაავრცელა და განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარება მას შემდეგ გამოიძახა, რაც ოთხი დღის განმავლობაში კუჭის ძლიერმა ტკივილმა არ გაუარა.  

► ნახეთ: ინსტაგრამზე მარტის ტოპ 10 ვიდეოდან ხუთი Cardi B-ს მიმართვაა

► Cardi B აშშ-ის მთავრობისგან ქუჩების დეზინფექციას ითხოვს

► Cardi B: ძვირადღირებული ტანსაცმლის ჩაცმა მინდა და გარეთ ვერ გავდივარ

"იმის გამო, რომ 4 დღის განმავლობაში კუჭზე სერიოზული პრობლემები შემექმნა, სასწრაფო დახმარების საშუალებით, საავადმყოფოში მოვხვდი", - აცნობა ქარდიმ თაყვანისმცემლებს.

სახლში დაბრუნების შემდეგ არტისტმა ინსტაგრამის ლაივის საშუალებით დააზუსტა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემა კორონავირუსთან კავშირში არ ყოფილა და თავს უკეთ გრძნობდა. ქარდის თქმით, კუჭის ტკივილი, სავარაუდოდ, კვების არასწორმა რაციონმა გამოიწვია.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული