Thumbnail

მოუსმინეთ: ივ ტუმორმა ახალი ალბომი Heaven to a Tortured Mind გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ივ ტუმორმა ახალი ალბომი Heaven to a Tortured Mind გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 12 კომპოზიციას აერთიანებს.

► რეცენზია: Yves Tumor - Safe in the Hands of Love

 

► ნახეთ: თბილისში Yves Tumor-ის კონცერტი გაიმართა

შონ ბოუიმ, სასცენო სახელით Yves Tumor, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი When Man Fails You გაავრცელა, რასაც მომდევნო წელს ლეიბლზე PAN Records გამოცემული Serpent Music მოჰყვა. 2018 წლის სექტემბერში ივ ტუმორმა ბრიტანულ Warp Records-ზე რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც არაერთი მუსიკალური გამოცემის მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ივ ტუმორი თბილისს ესტუმრა და კლუბში "ბასიანი" კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული