Thumbnail

მოუსმინეთ: Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა ახალი ტრეკი Olympik გამოსცა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა, პროექტ EOB-ის ფარგლებში, ახალი კომპოზიცია Olympik გაავრცელა. ტრეკი არტისტის სოლო ალბომში Earth იქნება წარმოდგენილი, რომელიც 17 აპრილს გამოიცემა.

► Radiohead-ის გიტარისტი: ტესტი არ გამიკეთებია, მაგრამ ვიცი, კორონავირუსი მქონდა

► ნახეთ: Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა ახალი ტრეკი Shangri-La გამოსცა

ედ ო'ბრაიენმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს ჯგუფ Radiohead-ში მოღვაწეობით დაიწყო. გიტარისტობის გარდა, ის ბენდის ბექ-ვოკალისტიცაა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელა. 2019 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული