Thumbnail

ჯონ ლენონის შვილი: მამა, იოკო ონოს გამო, ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის შვილმა, ჯულიანმა ჟურნალ Asian One-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ გრძნობდა თავს, როცა მამამ იოკო ონოს გამო ოჯახი მიატოვა.

► ჯონ ლენონის პირველი ცოლი: ჯონს იოკოსთან საკუთარ სახლში შევუსწარი

► სიმღერა, რომელსაც ჯონ ლენონი ერთ-ერთ საუკეთესო უცნაურ ნამუშევრად მიიჩნევდა

"მამაჩემი უეცრად, პირდაპირი მნიშვნელობით, გაუჩინარდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვამდი. მას და იოკოს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ამის ჩვენება არც საჯაროდ მორიდებიათ. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მე და დედა მიგვყარა. ვცდილობ, ჯონი, რაც შეიძლება, თბილად გავიხსენო და ყველაფერი ვაპატიო, მაგრამ დედაზე მეტად სამყაროში არავინ და არაფერი მყვარებია, შესაბამისად, ვერ ვივიწყებ, ცუდად რომ მოექცა", - ამბობს ჯულიან ლენონი, რომელიც აგრეთვე მუსიკოსია.

როგორც ჯულიანმა ინტერვიუში აღნიშნა, გარდაცვალებამდე ჯონი მასთან და მთელ ოჯახთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, თუმცა, არ დასცალდა.

მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენი ურთიერთობა უმჯობესდებოდა. ჯონი თავს უფრო ბედნიერად გრძნობდა. არა მხოლოდ ჩემთან, არამედ მთელ ოჯახთან სურდა დაახლოება, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მიეცა... ახლაც კი, მისი სიკვდილიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, მამაზე მოგონებები ჩემთვის ძვირფასია", - განაცხადა ჯულიანმა.

ჯონი და ჯულიანი 1974 წლის დეკემბერში ფლორიდაში, პალმ ბიჩზე.

არტისტს ჯულიანი სინტია ლენონთან ქორწინებიდან ჰყავდა, რომელიც 1957 წელს, ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სწავლისას გაიცნო. 1966 წელს, როცა ბიჭი სამი წლის გახდა, ჯონის ცხოვრებაში ავანგარდისტი მხატვარი, იოკო ონო გამოჩნდა. ისინი ერთმანეთს სინტიასთან განქორწინებამდე საიდუმლოდ ხვდებოდნენ. მოგვიანებით იოკოსა და ჯონს ვაჟი, სახელად შონი შეეძინათ.

► შონ ლენონი: განვიცდი, როცა ფიქრობენ, რომ მამას ვბაძავ

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯულიანს მიეძღვნა The Beatles-ს ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა: Hey Jude, Good Night და Lucy in the Sky with Diamonds.

კომენტარები

ბოლოს დამატებული