Thumbnail

ნახეთ: 2Pac-ის ბენდენები აუქციონზე იყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის კუთვნილი ორი ბენდენა აუქციონზე იყიდება. ისინი ვებგვერდ Gotta Have Rock and Roll-ს არტისტის ოჯახის მეგობარმა მიაწოდა. აქსესუარებს მოჰყვება ავთენტურობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ნივთები ნამდვილად თუფაქის საკუთრება იყო.

► ნახეთ: 2Pac-ის ჰოლოგრამა Supreme-ს ახალ რეკლამაში

► 2Pac-ის ალბომის Me Against the World იუბილესთან დაკავშირებით მაისურები გამოუშვეს

► ახალ ფილმში 2Pac-ის მიერ სიკვდილის გათამაშების შესახებ იქნება მოთხრობილი

ბენდენების სავარაუდო ფასი 2 000-დან 4 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. მისი შეძენა აუქციონის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

თავსახვევების გარდა, აუქციონზე მუსიკოსის სხვა ნივთებიც იყიდება, მათ შორის: ბეჭედი, ბრილიანტის ცხვირის პირსინგი, ხელნაწერი ტექსტები და ასე შემდეგ.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული