Thumbnail

ნახეთ: ინსტაგრამზე მარტის ტოპ 10 ვიდეოდან ხუთი Cardi B-ს მიმართვაა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანიამ Pex ინსტაგრამზე გასული თვის 10 ყველაზე პოპულარული ვიდეო გამოავლინა, მათ შორის ხუთი ჰიპ ჰოპ არტისტ Cardi B-ს მიერაა გავრცელებული. თითოეულ მათგანში თვითიზოლაციაში მყოფი რეპერი კორონავირუსის პანდემიას ეხმიანება. ვიდეოში, რომელმაც 27,8 მილიონი ნახვით პირველი ადგილი დაიკავა, ქარდი ამბობს: Coronavirus, s**t is getting real"(თარგმანში: კორონავირუსი. ის უფრო და უფრო რეალური ხდება). ეს სიტყვები დიჯეიმ და პროდიუსერმა ფსევდონიმით iMarkkeyz გასემპლა და ინსტრუმენტალიც დაადო, რის შემდეგაც შექმნილი კომპოზიცია ადგილობრივ ჩარტებში მოხვდა.

► Cardi B აშშ-ის მთავრობისგან ქუჩების დეზინფექციას ითხოვს

► Cardi B: კორონავირუსის გამო ანტარქტიდაზე მინდა ცხოვრება

► ნახეთ: Cardi B-ს ფრაზამ კორონავირუსთან დაკავშირებით პოპულარობა დაიმსახურა

რეპერს თვითიზოლაციაში ცხოვრება ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც ეს ვიდეო გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

Day 3

A post shared by Cardi B (@iamcardib) on

პოპულარობა დაიმსახურა პოსტმა, რომელშიც ქარდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დასცინის, რადგანაც ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს იდაყვის შეხებით მიესალმა.

View this post on Instagram

Nikka said you AINT SHAKING MY HAND!

A post shared by Cardi B (@iamcardib) on

ამ ვიდეოში არტისტი Covid19-თან ბრძოლაში აშშ-ის მთავრობას აკრიტიკებს.

View this post on Instagram

I said what I said

A post shared by Cardi B (@iamcardib) on

პოპულარული პოსტების ათეული კი მუსიკოსის მიმართვით სრულდება, რომელშიც ქარდი თაყვანისმცემლებს აღფრთოვანებით ამცნობს, რომ მისი ერთ-ერთი ვიდეო ჩინურ სატელევიზიო გამოშვებაში მოხვდა.

View this post on Instagram

BITCH I DEAD DONE MADE IT IN THE CHINESE NEWS !

A post shared by Cardi B (@iamcardib) on

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული