Thumbnail

გრემის ნომინანტი ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან კირკი, ფსევდონიმით DaBaby, მსმენელს ახალ კომპოზიციას Find My Way და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. პოპულარულმა რეპერმა კლიპი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი DJ Kid გახლავთ.

► ნახეთ: DaBaby-მ თაყვანისმცემელ ქალს სახეში ჩაარტყა, შემდეგ კი მოუბოდიშა 

► ნახეთ: DaBaby - Shut Up 

► ნახეთ: Lil Yachty x Drake x DaBaby - Oprah's Bank Account 

აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია დაბეიბის იმ მცირე რაოდენობის ნამუშევართაგანია, რომელიც მელოდიურობით გამოირჩევა.

ჯონათანმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, დაბეიბი ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. მუსიკოსის ცნობილი კომპოზიციებია: Suge (Yea Yea), Next Song, Walker Texas Ranger, 21 და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული