Thumbnail

ალიშა ქისი: 19 წლის ასაკში ფოტოგრაფის მანიპულაციის მსხვერპლი გავხდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა არენბი შემსრულებელმა, ალიშა ქისმა ავტობიოგრაფიული წიგნი More Myself გაავრცელა, რომელშიც იხსენებს, როგორ მანიპულირებდა მისით ერთ-ერთი ფოტოგრაფი, რომლის ობიქტივშიც 19 წლის ასაკში, ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, მანამ სადებიუტო ალბომს Songs in A Minor გაავრცელებდა.

► ნახეთ: ალიშა ქისმა ბეთჰოვენის "მთვარის სონატა" შეასრულა

► ნახეთ: ალიშა ქისმა ბილი აილიშის სიმღერა Everything I Wanted შეასრულა

► ნახეთ: Alicia Keys - Underdog

"მან ჩემი წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ფოტოსესიაზე მარტო დავეტოვებინეთ. შემდეგ კი მითხრა, პერანგი ცოტათი ჩაიხსენი და ჯინსი ხელებით ჩაქაჩეო. მივხვდი, რაღაც ისე ვერ იყო. მომინდა, გამეპროტესტებინა, მაგრამ სიტყვები ყელში მეჩხირებოდა. ჩემი შიშების მიუხედავად მის მითითებებს დავემორჩილე. სესიის შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა ვიტირე. საქმე სხეულის ნაწილის გამოჩენაში არ არის, ეს საკუთარი სურვილითაც გამიკეთებია, რადგან მაშინ ჩემს მიზნებში ჯდებოდა. საქმე იმაშია, რომ მაშინ თავი მანიპულაციის მსხვერპლად ვიგრძენი, ჩემს ობიექტივიზაციას შეეცადნენჩემი მენეჯერი შოკირებული იყო, როცა ჟურნალის გარეკანზე მნახა. მეც კი ვერ ამოვიცანი ფოტოზე გამოსახულ ქალში საკუთარი თავი. დაბნეული და დარცხვენილი ვიყავი. ახლა ვხვდები, რატომ უნდოდა ფოტოგრაფს, რომ ოთახში მარტო დავრჩენილიყავით. 19 წლის გოგონა ბევრად უფრო დამყოლია, ვიდრე ზრდასრული მენეჯერების გუნდი. დავიფიცე, რომ აღარავის მივცემდი საშუალებას, ჩემთვის არჩევანი წაერთმია. ეს არის საკუთარი თავისადმი მიცემული პირობა, რომელსაც დღემდე ვასრულებ", - წერს 39 წლის არტისტი.

ალიშა ქისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული