Thumbnail

რეპერმა და პროდიუსერმა, ნიკოლოზ ვერძეულმა, ფსევდონიმით Nick Green, ახალი კომპოზიცია "დავიფიცები" გამოაქვეყნა. ტრეკში მისი კოლეგა, სერგეი პეტროსიანი, სასცენო სახელით Serhio მონაწილეობს, რომელიც მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კოლაბორაციული ნამუშევრის პროდიუსერი HEATMAKER გახლავთ.

► მოუსმინეთ: Nick Green - არ მძინავს 

► ნახეთ: Nick Green - მიეცი ხელი შენ თავს 

► ნახეთ: Serhio ვიდეორგოლს "დიზაინერი" ავრცელებს 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში პროდიუსერის რანგში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მან მსმენელს, ინსტრუმენტალებთან ერთად, საკუთარი რეჩიტატივებიც შესთავაზა. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით "500" გაავრცელა. ნიკ გრინი ყველაზე ხშირად მის კოლეგასთან, რას გრინთან თანამშრომლობს. მათი პოპულარული ტრეკებია "ტორუკ მაკტო", "ლამპიონი", XXXII და სხვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული