Thumbnail

მოუსმინეთ: ქართველმა მუსიკოსმა Lukasoprom ახალი ტრეკი "მოტივი" გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა მუსიკოსი ლუკა ხურციძე-სოფრომაძე, სასცენო სახელით Lukasoprom, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. EDM არტისტმა ახალი კომპოზიცია "მოტივი" გამოაქვეყნა. ჩანაწერში ჰიპ ჰოპ შემსრულებელი, მიშკა მგალობლიშვილი, იგივე Young Mic მონაწილეობს, რომელმაც ლუკასთან წარსულშიც ითანამშრომლა. ტრეკი ცნობილი ლეიბლის Tribal Trap მხარდაჭერით გავრცელდა.

► მოუსმინეთ: Lukasoprom - ქარტეხილი Ft. K'A & Kay G 

► მოუსმინეთ: Luka - Skylla Feat. Jimmy Wit An H, PI$CES & Pash Lyfe 

ლუკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლიდან არტისტი დიჯეინგს დაეუფლა. მუსიკოსის 2019 წლის კომპოზიციამ Wazzzap იუთუბზე 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ხსენებული ტრეკის გარდა, მისი ცნობილი ნამუშევრებია: Grind, Sky, Enigma, Diamond და სხვა. ლუკა  ქართველ ჰიპ ჰოპ შემსრულებლებთან ხშირად თანამშრომლობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული