Thumbnail

ემინემი: ჩემი შვილით ვამაყობ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ემინემმა ცნობილი ამერიკელი მოკრივის, მაიკ ტაისონის პოდკასტში Hotboxin სტუმრობისას თავისი 24 წლის შვილის, ჰეილი მეზერსის შესახებ ისაუბრა. რეპერი ამაყობს, რომ გოგონამ მიჩიგანის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა.

► მაიკ ტაისონი: ემინემი ერთადერთი თეთრკანიანია, ვინც იცის, როგორია შავკანიანად ყოფნა

► ემინემის Godzilla ჩელენჯში თავად ემინემმა გაიმარჯვა

► ნახეთ: კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი აფასებს, როგორ რეპავს ემინემი

"ჰეილის ჯერ შვილები არ ჰყავს, მხოლოდ ბოიფრენდი. ის ნამდვილად მაძლევს სიამაყის საბაბს, რადგანაც უნივერსიტეტი მაღალ ქულებზე დაამთავრა. მისი დეიდაშვილიც საკუთარი შვილივით გავზარდე. როცა ჩემს მიღწევებზე ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ ბავშვების აღზრდის საშუალება მომეცა", - განაცხადა 47 წლის არტისტმა.

ემინემს შვილი პირველ ცოლთან, კიმ სკოტთან ქორწინებიდან ჰყავს. მას გოგონა ისეთ კომპოზიციებში მოუხსენიებია, როგორებიცაა: Hailie’s Song, My Dad’s Gone Crazy, Going Through Changes, Deja Vu, Kim, 97 Bonnie & Clyde, Crazy In Love, Mockingbird, Castle, Bad Husband, The Way I Am, Cleaning Out My Closet, Superman, Hailie’s Revenge, When I'm Gone და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული