Thumbnail

The Alchemist: მედლიბთან შეჯიბრი არ მსურს, გამანადგურებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფი მუსიკოსები ინსტაგრამის პირდაპირი ჩართვის საშუალებით ერთმანეთს ხშირად ესაუბრებიან. ზოგჯერ კი სხვადასხვა ნამუშევრით, მათ შორის გამოუქვეყნებელი ინსტრუმენტალებითა და კომპოზიციებით ონლაინ შეჯიბრსაც აწყობენ. ჟურნალისტი ელიოტ უილსონი ახლახან სოციალურ ქსელში კალიფორნიელ პროდიუსერს, დანიელ ალან მამანს, ფსევდონიმით The Alchemist, გაესაუბრა და შესთავაზა, თავისი ბითებით ლეგენდარულ კოლეგას, Madlib-ს შეჯიბრებოდა, რაზეც ალქემისთმა უპასუხა:

► მოუსმინეთ: Conway და The Alchemist შვიდტრეკიან ჩანაწერს LULU ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ალბომს Bandana ავრცელებენ 

"მედლიბი გამანადგურებს. მასთან დაპირისპირება არ მსურს. ჩემი შთაგონების წყაროა. ის საერთოდ სხვა პლანეტაზეა, საკუთარ ჟანრში მოღვაწეობს".

ალქემისთსა და მედლიბს, ახლო ურთიერთობის მიუხედავად, არ უთანამშრომლიათ. კოლეგები ერთმანეთის მსგავსად საკუთარ ნამუშევრებს გასული საუკუნის კომპოზიციების შთაგონებით, ანაც ამ ჩანაწერების სემპლების გამოყენებით ქმნიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული