Thumbnail

დეივ გროლი: Foo Fighters რომ შევქმენი, Nirvana-ს ფანებს შევძულდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა გამოცემა Mojo-სთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ მისი ყოფილი ბენდის, Nirvana-ს თაყვანისმცემლების მხრიდან ზიზღი და კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც კურტ კობეინის თვითმკვლელობიდან მალევე ახალი კოლექტივი ჩამოაყალიბა. თუმცა, გროლისვე თქმით, ამ ნეგატიურმა რეაქციამ მას მეტი მუშაობის მოტივაცია მისცა.

► დეივ გროლი: "ნირვანას" დღემდე ვერ ვუსმენ

► ნახეთ: Weezer-ის მიერ Nirvana-ს ჰიტის Lithium შესრულებამ დეივ გროლი აატირა

"Nirvana რომ არ ყოფილიყო, Foo Fighters ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამის თქმის არასდროს შემშინებია. "ნირვანას" ფანების ნაწილი ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა - როგორ არ გრცხვენია, სხვა ბენდში რომ ხარ? შენი მუსიკა საშინელებაა, არაფერს წარმოადგენო. ეს ყველაფერი კი მე მოტივაციას მაძლევდა და უფრო მეტის გაკეთების სურვილს მიჩენდა. მათ შეუძლიათ, გააგრძელონ ჩემი ლანძღვა, მე ამაზე არ ვღელავ", - ამბობს გროლი.

დეივ გროლი "ნირვანას" დრამერი იყო. 1994 წელს, ჯგუფის ფრონტმენის, კურტ კობეინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მან ახალი კოლექტივი Foo Fighters ჩამოაყალიბა, რომლის ვოკალისტიც თავად გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული