Thumbnail

ნახეთ: Death Cab for Cutie-ს ფრონტმენმა, ბენ გიბარდმა მინი კონცერტი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ინდი როკ ბენდის, Death Cab for Cutie-ს ფრონტმენმა, ბენ გიბარდმა, იუთუბის პირდაპირ ეთერში გამართულ მინი კონცერტზე ცნობილი არტისტების: ნილ იანგის, Morrissey-ს, The Cure-ის, R.E.M.-ის და სხვების კომპოზიციების ქავერ ვერსიები შეასრულა.

► ნახეთ: Death Cab for Cutie-ს ფრონტმენმა Fake Plastic Trees შეასრულა

ლაივის სეტლისტი:

R.E.M. - Half A World Away
The Cure - Just Like Heaven
Morrissey - Everyday Is Like Sunday
Hall & Oates - Out of Touch
The Magnetic Fields - Strange Powers
Neil Young - Harvest Moon
Kris Kristofferson - Please Don't Tell Me How the Story Ends
Simon & Garfunkel - The Only Living Boy in New York
Spiritualized - Hold On

ბენ გიბარდმა Death Cab for Cutie ქალაქ ვაშინგტონში 1997 წელს შექმნა. ერთ წელიწადში ბენდმა სადებიუტო ალბომი Something About Airplanes გაავრცელა. გრემიზე 8-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. 2009 წელს გიბარდმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Former Lives გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული