Thumbnail

ნახეთ: Coachella-ს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული ფილმის თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი მუსიკალური ფესტივალის, კოაჩელას 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმის Coachella: 20 Years in the Desert თრეილერი გავრცელდა. კრის პერკელის სარეჟისორო ნამუშევრის პრემიერა 10 აპრილს YouTube Originals-ზე შედგება.

► კორონავირუსის საფრთხის გამო ფესტივალი Coachella გადაიდო

ფილმში ბილი აილიშთან, მობისთან, აის ქიუბთან და სხვებთან ექსკლუზიური ინტერვიუები იქნება წარმოდგენილი. აგრეთვე, სურათში ვიხილავთ ისეთი არტისტების გამოსვლებს, როგორებიც არიან: Radiohead, Daft Punk, ქანიე ვესთი, მადონა, ბიორკი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო წლევანდელი კოაჩელა ოქტომბრამდე გადაიდო. ღონისძიების ჰედლაინერები ამერიკული ჯგუფი Rage Against the Machine, ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი Travis Scott და კალიფორნიელი მუსიკოსი Frank Ocean იქნებიან.

კოაჩელა, რომელიც კალიფორნიაში, კოლორადოს უდაბნოში ყოველწლიურად იმართება, 1999 წელს დაარსდა. ფესტივალის 7-ზე მეტი სცენა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და ბენდებს მასპინძლობს. 2017 წელს ღონისძებას 250,000 ადამიანი დაესწრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული