Thumbnail

ნახეთ: The National-მა საკონცერტო ფილმი High Violet გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National რიგით მეხუთე ალბომის High Violet ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით საკონცერტო ფილმი გამოაქვეყნა. ნამუშევარი ბრუკლინში 2010 წლის მაისში გადაიღეს.

► ნახეთ: The National-ის ფრონტმენმა Mercury Rev-ის კომპოზიცია Holes დააქავერა

► მოუსმინეთ: The National-მა ჯგუფ INXS-ის კომპოზიცია Never Tear Us Apart დააქავერა

აღსანიშნავია, რომ ალბომის იუბილესთან დაკავშირებით, კოლექტივი ბოქს-სეტს გაავრცელებს, რომელშიც, ნამუშევრის კომპოზიციების გარდა, ბონუს ტრეკები, ლაივ ჩანაწერები და სხვა აუდიომასალა იქნება თავმოყრილი. დელუქს გამოცემა, რომელიც 3 ფირფიტას გააერთიანებს, გაყიდვაში 19 ივნისს ჩაეშვება.

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული