Thumbnail

Rihanna: 3-4 შვილს მაინც გავაჩენ, მეყოლება თუ არა საყვარელი ადამიანი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ბრიტანული Vogue-ის მაისის ნომრის სტუმარია. გამოცემასთან ინტერვიუში მან შემოქმედებით გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, სად ხედავს თავს 10 წლის შემდეგ, 32 წლის არტისტმა უპასუხა:

► Rihanna: მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა

► Rihanna: მიყვარს, როცა თაყვანისმცემლებს ვაღიზიანებ

"ათი წლის შემდეგ 42 წლის, ანუ უკვე დიდი ვიქნები. მაგ დროისთვის სამი ან ოთხი შვილი მეყოლება. არ აქვს მნიშვნელობა, შევხვდები თუ არა მანამდე შესაფერის პარტნიორს. საზოგადოებას უნდა მაფიქრებინოს, რომ სწორ აზრზე არ ვარ. ისინი იმ დედებს აკნინებენ, რომლებიც შვილებს მამის გარეშე ზრდიან. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ მშობელი და ბავშვი თავს ბედნიერად გრძნობდნენ. აღზრდისას მთავარია, შვილს სიყვარული მისცე", - აღნიშნა არტისტმა.

რიანამ ახალ ალბომზეც ისაუბრა, რომლის გამოშვებასაც მუსიკოსის თაყვანისმცემლები 2019 წლიდან ელოდებიან.

"ჩარჩოებში არ ვარ მოქცეული. მე უკვე ყველაფერი მოვახერხე - ჩავწერე არაერთი ჰიტი, ბევრ ჟანრში გამოვცადე თავი. ახლა უკვე შემიძლია, ის გავაკეთო, რაც მომესურვება. არ მაქვს პასუხი, როდის გამოვუშვებ ახალ ნამუშევარს. მაგრამ გეტყვით, რომ სტუდიაში ძალიან აქტიურად ვმუშაობ. არ მინდა, ჩემი ალბომები თემატური იყოს. აქ არანაირი წესი და ფორმატი არ არსებობს. ჩემი ახალი ჩანაწერი, უბრალოდ, კარგი მუსიკისგან შედგება და, როცა ვიგრძნობ, რომ ამის დრო მოვიდა, მას მაშინ გავავრცელებ", - აღნიშნა მომღერალმა.

ჟურნალის ფურცლებზე რირის სურათებიც დაიბეჭდება. ფოტოგრაფ სტივენ კლაინის ობიექტივში არტისტი Raf Simons-ის და Maison Margiela-ს სამოსით, Burberry-ის აქსესუარებითა და საკუთარი ბრენდის Savage X Fenty თეთრეულით პოზირებს.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული