Thumbnail

Radiohead-ის გიტარისტი: ტესტი არ გამიკეთებია, მაგრამ ვიცი, კორონავირუსი მქონდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გაავრცელა და განცხადა, რომ კორონავირუსის მოხდის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 

► Radiohead-ის გიტარისტი ედ ო'ბრაიენი: მგონი, კორონავირუსი მაქვს

"მოგესალმებით. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში სიყვარული გამოხატეთ ჩემ მიმართ და გამამხნევებელი შეტყობინებებიც მომწერეთ. ახლა მშვენივრად ვარ. სიმპტომები დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გამიგრძელდა. მართალია, ტესტი არ გამიკეთებია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს კორონავირუსი იყო. ვინც ახლა ამ ყველაფერს გადის, მხარდაჭერას გიცხადებთ და გამძლეობას გისურვებთ. მსურს, სითბო გამოვხატო და მხნეობა ვუსურვო ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებსა და მედიცინის მუშაკებს. მოკლედ, თავს გაუფრთხილდით და თვითიზოლაციაში დარჩით", - ამბობს მუსიკოსი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში.

ედ ო'ბრაიენმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს ჯგუფ Radiohead-ში მოღვაწეობით დაიწყო. გიტარისტობის გარდა, ის ბენდის ბექ-ვოკალისტიცაა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელა. 2019 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული