Thumbnail

ნახეთ: Trouble და Quavo კლიპს Popped ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მერიელ სემონტე ორმა, ფსევდონიმით Trouble, კომპოზიციაზე Popped გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში მისი პოპულარული კოლეგა, ასევე სამხრეთელი მუსიკოსი Quavo მონაწილეობს.

მერიელმა მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. 2017 წლის ჩათვლით რეპერმა 9 მიქსტეიპის გავრცელება მოასწრო. თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2018 წელს დაიმსახურა, როდესაც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Mike WiLL Made-It-თან ერთად კოლაბორაციული ალბომი Edgewood გამოაქვეყნა. არტისტმა სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში ისეთ ცნობილ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Drake, Fetty Wap, Quavo, The Weeknd, Boosie Badazz და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული