Thumbnail

კანადელმა პროდიუსერმა და რეპერმა, ნავრაჯ გორაიამ, ფსევდონიმით NAV, ახლახან გავრცელებულ კომპოზიციაზე Turks ვიდეორგოლი გადაიღო. წარმოშობით ინდოელი მუსიკოსის ჩანაწერში ატლანტური ჰიპ ჰოპის ახალი თაობის პოპულარული წარმომადგენელი, განა და ჟანრის გამორჩეული შემსრულებელი, ტრევის სკოტი მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ კლიპში მაყურებელი არტისტებთან დაახლოებულ კოლეგას, იანგ თაგსაც იხილავს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი არაერთი ჰიტის შემქმნელი Wheezy გახლავთ.

► ნახეთ: NAV და The Weeknd ვიდეორგოლს Price On My Head ავრცელებენ 

► ნახეთ: Gunna - SKYBOX

► ნახეთ: Travis Scott და Young Thug კლიპს Out West ავრცელებენ 

წარმოშობით ინდოელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის მხოლოდ ინსტრუმენტალებს წერდა, მოგვიანებით კი მსმენელს მომღერლის რანგშიც მოევლინა. 2018 წელს ნავრაჯმა ოქროს სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომი Reckless გამოუშვა. მუსიკოსმა სახელი დრეიქთან, ტრევის სკოტთან და უიქენდთან თანამშრომლობით გაითქვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული